ჩვენს შესახებ
გამოცდილება, განვითარება, შედეგი
საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი საქართველოში საქმინობს 2018 წლის ივლისის თვიდან. კომპანიის თანამშრომლები ეტაპობრივად გადიან გადამზადების საკვალიფიკაციო კურსებს , რათა მოხდეს დაინტერესებულ მხარეთათვის მაქსიმალურად კომპეტენტური სერვისის მიწოდება. ჩვენი მიზანია როგორც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარების მქონე კადრების შერჩევა კომპანიებისა და ოჯახებისათვის, ასევე დამწყები სამუშაოს მაძიებლების რესურსის სწორი შეფასება და მათ ინტერესზე მორგებული ვაკანსიების შერჩევა, პარალელურად კი მათთვის კარიერული წინსვლის ხელშეწყობისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დახმარება. ჩვენს მიერ რეგულარულად ხორციელდება სამუშაოს მაძიებლებისათვის სხვადასხვა კატეგორიის აქტუალური ვაკანსიების შეთავაზება. მიუხედავად საქართველოში საქმიანობის არცთუისე ხანგრძლივი პერიოდისა, გვყვავს დასაქმებულთა სოლიდური რაოდენობა, სამუშაოს მაძიებელთა მოცულობითი ბაზა და დამსაქმებელი-პარტნიორები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ჩვენ კომპანიასთან. ჩვენი წარმატების საიდუმლოა ინდივიდუალური მიდგომა სამუშაოს მაძიებლებთან და დამსაქმებლისთვის მისი მოთხოვნის შესაბამისობაში მყოფი საუკეთესო კანდიდატების შერჩევა.
მოიძიეთ სამსახური უმოკლეს დროში!
გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია, მიუთითეთ თქვენთვის სასურველი სამსახურის პარამეტრები და თქვენი შესაძლებლობების შესაბამისად ჩვენ დაგასაქმებთ უმოკლეს დროში.
გამოაგზავნე ახლავეგსურთ იპოვოთ სასურველი კადრი?!
ჩვენთან განაცხადის შევსების შემდეგ, ჩვენი ექსპერტები, ჩვენს ბაზაში შეარჩევენ საუკეთესო კანდიდატებს და თქვენთან შეათანხმებენ შეხვედრას გასაუბრებისთვის
განაცხადის შევსებადაგვიკავშირდი
ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ თქვენს ნებისმიერ კითხვას